მასალა
გზამკვლევი
ზომა და მოვლა
ნივთი სწორად უნდა მოირგო და სწორად უნდა მოუარო, რომ დიდხანს შეინარჩუნოს ფორმა, ხასიათი და სილამაზე.
ზომა
როგორ გავზომო მაჯა?
აიღე რბილი მეტრი ან ძაფი, შემოატარე მაჯაზე და გაზომე მიღებული სიგრძე სანტიმეტრებში. კომფორტული ტარებისთვის მიღებულ ზომას დაამატე დაახლოებით 1 სმ.
თუ დარწმუნებული არ ხარ, მოგვწერე მაჯის ზომა და სურვილის შემთხვევაში ფოტოც გამოგვიგზავნე — სწორ ზომას ერთად შევარჩევთ.
ტყავი
ტყავი უფრო ბუნებრივი და კლასიკურია. დროთა განმავლობაში იღებს ინდივიდუალურ ხასიათს და კარგად ერგება მშვიდ, პრემიუმ ვიზუალს.
კაუჩუკი
კაუჩუკი უფრო გამძლე და პრაქტიკულია ყოველდღიური ტარებისთვის. ნაკლებ მოვლას საჭიროებს და სამაჯურს უფრო თანამედროვე, მკაცრ ხასიათს აძლევს.
მოვლა
როგორ მოვუაროთ ვერცხლს
ვერცხლი ბუნებრივი მასალაა და დროთა განმავლობაში შეიძლება ფერი ოდნავ შეიცვალოს. ეს ბუნებრივი პროცესია. სწორი მოვლით ნივთი დიდხანს შეინარჩუნებს სილამაზეს.
- მოარიდე ზედმეტ ტენიანობას
- არ შეინახო ქიმიურ ნივთიერებებთან ახლოს
- გაწმინდე რბილი ქსოვილით
- არ გამოიყენო უხეში საწმენდი
- ტყავის სამაგრი მოარიდე წყალში ხშირად დასველებას
ზომაში ან მასალაში ეჭვი გაქვს?
მოგვწერე და დაგეხმარებით ისეთი ვარიანტის შერჩევაში, რომელიც შენს ხელზე და სტილზე კარგად დაჯდება.